1 .გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა
საგანი-ინგლისური ენა
კლასი : პირველი
1. სახელი და გვარი
|
თამარი კეკელია
|
2. თემის სახელწოდება
|
„we opened the door of an English language ‘’ - ჩვენ გავაღეთ ინგლისური ენის სამყაროს კარი
|
3. გაკვეთილის
სასწავლო მიზნები
|
დაწყებითი საფეხურის ინგლისური ენის პროგრამის შინაარსი
1. სამეტყველო ფუნქციები
1.1. სოციალური ურთიერთობები
1.2. ინფორმაციის გაცვლა
1.3. აღწერა/დახასიათება
1.4. შეფასება
1.5. სურვილის გამოხატვა
1.6. გრძნობები/შეგრძნებები
1.7. დროში ორიენტირება
1.8. სივრცეში ორიენტირება
1.9. ნებართვა
1.10. ინტერაქცია საკლასო ოთახში
2. ლექსიკა
2.1 ინდივიდი
2.2 ინდივიდის გარემოცვა
2.3 აქტივობები
საგნობრივი შინაარსი -წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით: მოსმენა:
უცხ.დ.I.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებების გაგება.
უცხ.დ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება.
უცხ.დ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
უცხ.დ.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.კითხვა:
უცხ.დ.I.5. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი და ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიული ხატის პირდაპირი გზით (გაშიფრვის გარეშე) ამოცნობა.
უცხ.დ.I.6. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.
წერა:
უცხ.დ.I.7. მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების წერა.
უცხ.დ.I.8. მოსწავლეს
გამომუშავებული აქვს
ელემენტარული
ფონოლოგიური
უნარ-ჩვევები.
უცხ.დ.I.9. მოსწავლეს
შეუძლია უცხოური ენის
ბგერების, ჟღერადობების,
ინტონაციების აღქმა, მიბაძვა
გამეორება.
უცხ.დ.I.10. მოსწავლეს
შეუძლია მარტივ
ინტერაქციაში მონაწილეობის
მიღება.კულტურათა დიალოგი: უცხ.დ.I.11. მოსწავლეს
შეუძლია ინფორმაციის
ამოცნობა კულტურის
სფეროდან, უცხო და
მშობლიური
სოციოკულტურული
გარემოს შედარება.
სწავლის სწავლა:
უცხ.დ.I.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.უცხ.დ.I.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში. |
4. სწავლის შედეგები
|
(მოსწავლეები მოახდენენ შესწავლილი თემების პრეზენტაციას-აქვთ რა განვითარებული მოსმენის, კითხვის, ზეპირ მეტყველების უნარები- სასწავლო საფეხურთან შესაბამისობაში-)თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები: თითოეული აქტივობა უნმტკიცებს თითოეულ ინდივიდს ასრებულ ცოდნას, ხორციელდება გონებრივი იერიში- ხდება მათი ცოდნის მობილიზება - მოსწავლეები ხვეწენ ინდივიდუალური მუშაობის უნარს, ასევე თანამშრომლობენ წყვილებში - (ესალმებიან, იცნობენ, გამოხატავენ სიმპათიას......)
ხდება მეტყველების დახვეწა- პრეზენტირება , პატარა სიტყვების ამოკითხვა ხვეწს კითხვის უნარს, ასევე ააქტიურებს მოტორულ ჩართულობას.
საგნობრივი შინაარსი -წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
უცხ.დ.I.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (ადექი, დაჯექი, მოდი დაფასთან, გადაშალე წიგნი და სხვა).
უცხ.დ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული
მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ხმის ტემბრით ამოიცნობს პერსონაჟებს;
· რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან;
· ინტონაციით გამოხატულ ემოციებს უკავშირებს ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას;
· ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციასთან.
უცხ.დ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს და აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან/ ჟესტიკულაციით განასახიერებს/ ხატავს/ მიუთითებს რეალურ საგანზე;
· ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს აღწერილი ნიშან-თვისებების მიხედვით (მაგ., წითელი, მრგვალი, დიდი, პატარა) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს მას;
· ამოიცნობს კონკრეტულ მოქმედებებს და განასახიერებს, ან მიუთითებს მათ სურათზე (თამაშობს, ხატავს, დახტის და სხვა).
მოსმენის სტრატეგიები
უცხ.დ.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით (ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, ილუსტრაცია).
მიმართულება: კითხვა
უცხ.დ.I.5. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი და ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიული ხატის პირდაპირი გზით (გაშიფრვის გარეშე) ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამოიცნობს საკუთარ და თანაკლასელების სახელებს;
· ამოიცნობს ზეპირმეტყველებაში შესწავლილ და ხშირად გამოყენებულ სიტყვებს;
· სიტყვათა ჩამონათვალში, ნასწავლ ტექსტში პოულობს წინასწარ მითითებულ ნაცნობ სიტყვებს.
უცხ.დ.I.6. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ასხვავებს ნაბეჭდ და ნაწერ ასოებს;
· ასხვავებს მთავრულ და არამთავრულ ნაბეჭდ ასოებს;
· აკავშირებს ნაბეჭდ ასოებს შესაბამის ნაწერ ასოებთან;
· დამახსოვრებულ სიტყვებში ამოიცნობს ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს მათ შესაბამის ბგერებთან;
· ადარებს ერთმანეთს სიტყვის შემადგენელი ასოებისა და ბგერების რაოდენობას და გამოაქვს სათანადო დასკვნა (მაგ., მეტი ასოა და ნაკლები ბგერა იმიტომ, რომ ერთი ასო არ იკითხება, ან ორი ასო ერთ ბგერად გამოითქმის);
· დამახსოვრებულ სიტყვებზე დაყრდნობით აანალიზებს სხვა სიტყვებს, ამოიცნობს მათშიანალოგიურ ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს შესაბამის ბგერებთან;
· შიფრავს სიტყვებს, მოკლე წინადადებებს.
მიმართულება: წერა
უცხ.დ.I.7. მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების წერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აღწერს კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა ნაწილებს (მაგ., სად არის სწორი ხაზი, რგოლი, რკალი; საით მრგვალდება რკალი; რამდენი რკალია და ა.შ.);
· ხელის სწორი მოძრაობით გამოსახავს ნაცნობი ასოს ფორმას;
· ხელის სწორი მოძრაობით რვეულში გამოწერს ანბანის მთავრულ და არამთავრულ ასოებს;
· იცავს ბადეში ასოს ჩაწერის წესებს (სტრიქონზე განლაგება, ზომა და მოხაზვის მიმართულება);
· ნაწერიდან ან ნაბეჭდი წყაროდან გადმოწერს იმ სიტყვებს, რომელთა ასო-ბგერების ურთიერთშესაბამისობაც შესწავლილი აქვს.
მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.დ.I.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამოიცნობს უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ბგერებს;
· სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
· ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას;
· მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს იმათ, რომლებიც მოიცავს წინასწარ მითითებულ ბგერას/მარცვალს;
· მარცვლების რაოდენობას წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოთი (მაგ., ერთმარცვლიან სიტყვას - ერთი რკალით, ორმარცვლიანს - ორი რკალით და ა.შ.);
· ამოიცნობს სიტყვაში მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს);
· მოსმენილ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს;
· მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს იმათ, რომლებიც იწყება წინასწარ მითითებული ბგერით;
· ერთმარცვლიან სიტყვას შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვად.
უცხ.დ.I.9. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობების, ინტონაციების აღქმა,მიბაძვა-გამეორება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს;
· ლექსის/სიმღერის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას(ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
· იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს, მოკლე ფრაზებს, ენის გასატეხებს;
· ტექსტის წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციას, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს.
უცხ.დ.I.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· თითო სიტყვით პასუხობს მარტივ კითხვებს ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით (მაგ., ეს ბურთი რა ფერისაა? – წითელი; სად არის მანქანა? – მიუთითებს შესაბამის ნახატს).
მიმართულება: კულტურათა დიალოგი
უცხ.დ.I.11. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო დამშობლიური სოციოკულტურული გარემოს შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აკვირდება და ამოიცნობს სასწავლო მასალაში მოცემულ კულტურის, სოციო-კულტურისრეალიებს (ილუსტრაციებში ასახული ზღაპრის, ანიმაციური ფილმების პერსონაჟებს, დროშასდა სხვა);
· პოულობს სასწავლო მასალაში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს(საკუთარ სახელებს, ბგერებს და სხვა).
მიმართულება: სწავლის სწავლა
უცხ.დ.I.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
უცხ.დ.I.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
|
5. მიმდინარეობა
(აქტივობა და დრო)
|
· გაცნობა მისალმება
· ვცნობთ ასოებს
· შეგვიძლია თვლა 1-იდან 10-მდე
· ჩვენ გვიყვარს ხილი
· ვფლობთ ლექსიკურ მარაგს
· ფერები
· საგნების განსაზღვრა-დიდი /პატარა
· აქტივობები მოტორული უნარების გამოყენება
აქტივობები/ დრო : 1.მისალმება გაცნობა - Hello ! what’s your name?
-Hello ! My name is……. what’s your name?
- Nice to meet you!
- Nice to meet you!
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში- ესალმებიან ეცნობიან ერთმანეთს-დრო 5 წთ
2 ვიდეო სიმღერა- მოსწავლეები ასახელებენ ასოებს სიმღერით დრო -1 წთ
3. მოსწავლეები უყურებენ ვიდეოს რომელის გამოყენებითაც იმეორებენ 1-იდან 10-მდე დათვლას და სხვადასხვა ფერის რიცხვების გამოყენებით ფერებს. შემდეგ ინდივიდუალურად ასახელებენ მასწავლებლის მითითებულ რიცხვს და ფერს- რის შემდეგაც ინდივიდუალურად ითვლიან 1-იდან 10მდე. - დრო ვიდეო 2 წთ მოსწავლეთა ინდივიდუალური აქტივობა 7 წთ
4 ჩვენ გვიყვარს ხილი , მოსწავლეები უყურებენ ვიდეოს სადაც გამოსახულია ხილი, ასახელებენ ხილს და ახასიათებენ მის ფერს და ზომას დიდი და პატარა
დრო -ვიდეო 2 წთ+ მოსწავლეთა აქტივობა დახასიათება 5 წთ
5 მოსწავლეები უყურებენ ვიდეოს სადაც გამოხატულია მოქმედებები, მოქმედების გამოჩენამდე იწერება მოკლე სიტყვები რომლებსაც კითხულობენ და ცდილობენ გამოიცნონ -და განასახიერონ მაგ: სიცილი, დალევა..... დრო- 4 წთ ( ვიდეო + აქტივობა)
6 ვთამაშობთ- გამოვიცნოთ-გავიხსენოთ შესწავლილი ლექსიკა- თითოეულ მოსწავლეს აქვს მასწავლებლის როლი რომელმაც უნდა ამოარჩიოს ორი საჩვენებელი ბარათი რომელზეც გამოსახულია შესწავლილი ლექსიკის (სიტყვის ) ამსახველი ობიექტი ან ქმედება -აჩვენებს კლასს და ეკითხება თუ რა არის ის?მოსწავლეები ინდივიდუალურად და ჯგუფურად პასუხობენ. დრო- 10 წთ
7 გაკვეთილის ბოლოს ინდივიდუალურად მოსწავლეებს გადაეცემათ სერთიფიკატები დრო - 3 წთ
|
6. შეფასება
|
გაკვეთილის განმავლობაში წარმოჩენილი ცოდნის შეფასება: შექება -სიტყვიერი კომენტარი ,ხოლო გაკვეთილის დასასრულს- სერთიფიკატების გადაცემა - მასწავლებლის მიერ მომზადებული
ყოველი ინდივიდისათვის.
თვითშეფასება:
მოსწავლეებმა ორგანიზებულად წარმოადგინეს - მოახდინეს პრეზენტაცია შესწავლილი მასალის. გაკვეთილის ბოლო ნაწილი რომელიც ააქტიურებდა მათ მოტორულ უნარებსა და ასევე მოიცავდა თამაშს იყო უფრო ნაყოფიერი- ვფიქრობ წინარე აქტივობებში ცოდნის გააქტიურება უნდა ყოფილიყო მსგავს აქტივობებთან ინტეგრირებული.
|
10. რესურსები
|
. საჩვენებელი ბარათები
. ვიდეო მასალა (კომპიუტერით ხდება პრეზენტირება)
|
No comments:
Post a Comment